"იქნება სერიოზული დათქმები, რომლის შესრულებასაც "ოცნება" თავს აარიდებს" - სამნიძე ევროკომისიის გადაწყეტილებაზე
მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს - "რეპუბლიკური პარტიის" ლიდერი ხათუნა სამნიძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ასოცირებულ ტრიოს არ ჩამოაშორონ, თუმცა ფიქრობს, რომ გარკვეული დათქმები მაინც იქნება, რომელსაც "ქართული ოცნება" თავს აარიდებს.
შესაძლოა, ქვეყანამ მიიღოს კიდევ ერთი სერიოზული შენიშვნა და საჯაროდ გამოცხდება იმის, რომ ქვეყანა დგას სერიოზული პრობლემების წინაშე მანამ, სანამ ქვეყნის მმართველობაში არის „ქართული ოცნება“. ძალა, რომელიც აკეთებს ყველაფერს იმისთვის და არა ერთი წელია უკვე, რომ დაშორდეს ქვეყანა ევროპულ ფასეულობებს. შესაძლებელია, რომ ჩვენ არ განგვაცალკევონ ასოცირებული ტრიოსგან, ეს არის ოპტიმისტური სცენარი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამასთან ერთად იქნება სერიოზული დათქმები კონკრეტულ ვადაში გაწერილი და მოთხოვნები, რომლის შესრულებასაც, რა თქმა უნდა, თავს აარიდებს „ქართული ოცნება“, - ამბობს "რეპუბლიკური პარტიის" ლიდერი.
გადამწყვეტი შეხვედრა დაიწყო - ევროკომისიის საბჭო ამ წუთებში საქართველოს, უკრაინისა და მოლოდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავს. ევროპელი ლიდერების შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. საბოლოო გადაწყვეტილება ბრიფინგზე დაახლოებით ერთ საათში უნდა გამოცხადდეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიერი და ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც სამ ქვეყანასთან მიმართებაში ევროპის პოზიციებს შეაჯამებენ.