ევროკომისიის რეკომენდაციაა, მოლდოვას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი

17.06.22 14:06
ევროკომისიის რეკომენდაციაა, მოლდოვას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი

ევროკომისიის რეკომენდაციაა, მოლდოვას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი.

ჩვენი შეფასება იგივე მიმართულებით წავიდა, რაც უკრაინის შემთხვევაში იყო. ჩვენ აქაც ვიძლევით რეკომენდაციას, რომ მოლდოვას მიეცეს კანდიდატის სტატუსი. მოლდოვას ექნება განსახორციელებელი მნიშვნელოვანი რეფორმები. ახლო წარსულში მოლდოვამ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა რეფორმების მიმართულებით, მკაფიოდ მანდატი ჰქონდა მინიჭებული მოსახლეობისგან", - თქვა ფონ დერ ლაიენმა.

გადაწყვეტილება ბრიფინგზე ევრკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს.

მსგავსი სიახლეები