ცნობილია პირობები, რომელიც საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებად

17.06.22 14:56
ცნობილია პირობები, რომელიც საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებად

ცნობილია პირობები, რომელიც საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად - ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროკომისია  პრიორიტეტების ყოვლისმომცველ სიას ადგენს.

აღნიშნული სიის საფუძველზეც ევროკომისია შეძლებს კანდიდატის სტატუსი შეთავაზებას.

დემოკრატიის მიმართულებით ჩვენ ვისურვებდით პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულებას, ჩვენ გვჭირდება ყველა პოლიტიკური პარტიის თანამშრომლობა და ევროკავშირის მედიაციის მიღწეული შეთანხმების შესრულება. ეს ეხება სასამართლო რეფორმას. შეთანხმება ასევე მოიცავდა სასამართლო რეფორმას. ჩვენ ასევე გვჭირდება პროგრესი კორუფციასთან ბრძოლაში.

ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს. ჩვენ გვჭირდება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება.

ფუნდამენტური უფლებების მიმართულებით ჩვენ გვჭირდება თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემო ჟურნალისტებისთვის“, - თქვა ვარჰეიმ.

მსგავსი სიახლეები