ყველაფერი დამოკიდებულია ქართველ ხალხზე, ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს- ნიკა მელია

17.06.22 15:35
ყველაფერი დამოკიდებულია ქართველ ხალხზე, ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს- ნიკა მელია

მძიმე დღე საქართველოსთვის, რომლიც დამღუპველ შედეგებამდე ,,ოცნების" ხელისუფლებამ მიიყვანა და ისტორიული შანსი დააკარგვინა. ოპოზიცია კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდის პასუხისმგებლობაზე საუბრობს და მათ ახსენებს ყველა იმ განცხადებას, რომლიც ,,ქართული ოცნების" ლიდერებმა დასავლეთის სალანძღავად გამოიყენეს.

,,ნაცმოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელია, აცხადებს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ქართველ ხალხზე, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, უნდა თავისუფლება, თუ სურს ოლიგარქიული მმართველობა.

არა თუ ბევრი რამ, ყველაფერი დამოკიდებულია ქართველ ხალხზე, პოლიტიკურ საზოგადოებაზე, არასამთავრობო სექტორზე. მთავარი ფაქტორი, რამაც ყველაფერი უნდა შეცვალოს და ეშინია ,,ოცნებას", რომლის წინააღმდეგაც ოლიგარქი არის უსუსური, არის ქართველი ხალხის ნება და ისტორიული არჩევანი.

თუ გვინდა, ყველა ჩვენგანს, ცხოვრება სახელმწიფოში, სადაც არის თავისუფლება,  ამ თავისუფლებას კი ოლიგარქი გართმევს და თან დაგცინის. თან გეუბნება, ყველაფერი კარგად არის და შენც და ევროპელები, ამერიკელები იტყუებით, ბიძინა ივანიშვილი არის მაგარი კაცი და ეს რომ არ იყოს, რა გვეშველებოდაო, ამით უნდათ, ფონს გავიდნენ, კეთდება მათი მხრიდან მდაბიო კომენტარები. ეს არ გაუვათ, ხალხნო. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფრის ზაზრი იკარგება.

თუ გინდათ, თქვენი შვილები თავისუფალ საქართველოში იცხოვროთ, იქნება ეს მოქმედება, ხალხის ფაქტორი ამოქმედდება. 

ეგუებით ოლიგარქს? გინდათ მათი პირადი მცველები მაღალ თანამდებობებზე? თქვენ გადაწყვიტეთ, ჩვენ მზად ვართ.

ამ ხელისუფლებას რეფორმების გატარების რესურსი არ აქვს. არ აქვს ამის ნება. ამიტომ ძალიან მიმამიტობაა ფიქრი იმაზე, ქართველი ხალხის ნების გარეშე ოლიგარქმა რამე დათმოს. 

ამის პასუხი უნდა გაეცეს 20-ში . ეს იქნება დღეს, რომელის საინტერესეო იმპულსს მისცემს პოლიტიკურ ცხოვრებას- განაცხადა ნიკა მელიამ.

 

მსგავსი სიახლეები