ხელისუფლება უნდა გავუშვათ - მამუკა ხაზარაძე
ევროკომისიის უარი საქართველოს - პარტია "ლელოს" თავმჯდომარე ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. მამუკა ხაზარაძის თქმით, თუ 24 ივნისს ევროსაბჭოს გაადწყვეტილება ევროკომისიის რეკომენდაციასთან თანხვედრაში იქნება, "ქართული ოცნება" სახლში უნდა წავიდეს.
ყველაფერ ამაში პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და ეკისრება ბიძინა ივანიშვილს. ეს მისი მთავრობაა, ეს მისი უნიათოი და მავნებლური მთავრობის პოლიტიკის შედეგია, რომ საქართველო აღმოჩნდა „აუთსაიდერებში“. ახლა კიდევ არის შანსი, მაგრამ ძალიან დაგვიანებულია იმ საჭირო დოკუმენტის უკან დაბრუნება, რასაც შარლ მიშელის დოკუმენტი ჰქვია, კონსტიტუციური ცვლილებები. პირდაპირ ვაცხადებ, რომ დაველოდებით ბუნებრივია 24 და საბოლოო დასკვნას, მაგრამ თუ ეს შედეგი დარჩა, ეს არის პირდაპირი საბაბი იმისა, რომ ჩვენ ეს ხელისუფლება უნდა გავუშვათ. გავუშვათ მშვიდობიანად და საქართველოში უნდა დაინიშნოს რიგგარეშე სრულად პროპორციული არჩევნები. ამისთვის საჭიროა, პირველი, ბიძინა ივანიშვილი უნდა გამობრძანდეს და ქართველ ხალხს უთხრას, რატომ მიიყვანა ჩვენი ქართველი ხალხის ოცნება, მუშაობა, ამდენი ბრძოლა ამ შედეგამდე და რა თქმა უნდა, აუცილებლად, არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ უნდა ჩატარდეს თუ არ იქნება მიღებული სრულად პროპორციული ცვლილებები კონსტიტუციაში და რა თქმა უნდა, ეს მთავრობა 24 -ის მერე, თუ ეს შედეგი დადგა, უნდა წავიდეს სახლში, - განაცხადა ხაზარაძემ.
ევროკომისია საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას ამ ეტაპზე მხარს არ უჭერს. მისი შეფასებით, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული მომავალი უნდა მისცეს, თუმცა გარკვეული დათქმებით.
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დონ დერ ლაიენის თქმით, ქვეყანა ევროკავშირში ინტერგრაციისთვის პოლიტიკურად უნდა შეიკრას და სტრუქტურული რეფორმები გაატაროს.