კობახიძის მტკიცებით, ევროკომისიის პირობებში დეოლიგარქიზაცია ივანიშვილს არ ეხება

17.06.22 15:32
კობახიძის მტკიცებით, ევროკომისიის პირობებში დეოლიგარქიზაცია ივანიშვილს არ ეხება

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ტელეკამერების წინ ირწმუნება, რომ ევროკომისიის პირობებში დეოლიგარქიზაცია, არა ბიძინა ივანიშვილს, არამედ მიხეილ სააკაშვილსა და დავით სააკაშვილს და კეზერაშვილს ეხება.

„(ბიძინა ივანიშვილი) ვერავითარი ფაქტით და არგუმენტით ეს ვერ იქნებოდა ნაგულისხმები და არც არის ნაგულისხმები"- თქვა კობახიძემ კითხვის საპსუხოდ. 

ჩვენ გვყავს ძალიან ცნობილი ოლიგარქები საქართველოში და ესენი არიან ადამიანები, რომლებიც 9 წელი ძარცვავდნენ ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს. მაგალითად, სააკაშვილი არის ერთ-ერთი ცნობილი ოლიგარქი და შეგახსენებთ, რომ დღეს ზის ციხეში და დეოლიგარქიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადაიდგა, მან თავისი ნებით გააკეთა ეს ყველაფერი, თავისი ნებით ჩაჯდა ციხეში.

კეზერაშვილი - მეორე ოლიგარქი, მასზეც არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე და დეოლიგარქიზაციისთვის მნიშვნელოვანია, ეს საქმე ბოლომდე იქნას მიყვანილი. ყველა საკითხს შევეხებით, ბუნებრივია. ოლიგარქების დასრულება არის ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა.

ვერავითარი ფაქტით და არგუმენტით (ივანიშვილი) ვერ იქნებოდა ნაგულისხმევი და არც არის ნაგულისხმევი. ბიძინა ივანიშვილი არის ბიზნესმენი თავისი კონკრეტული წარსულით და გარდა ბიზნესმენისა, არის ფილანტროპი და ქველმოქმედი და გარდა ამისა, 2012 წელს მან დაასრულა ამ ქვეყანაში სისხლიანი რეჟიმი, აქედან გამომდინარე, ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება აქ საუბარი ბიძინა ივანიშვილზე, თუმცა იმ ადამიანებზე, რომლებმაც ძარცვეს ქვეყანა 9 წლის განმავლობაში, იქნება საუბარი მათზე ამ დოკუმენტში და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ოლიგარქებისგან ქვეყანა გავათავისუფლოთ“, - თქვა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები