გადადგით ნაბიჯები შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად - მესამე სექტორი ხელისუფლებას მიმართავს
ევროკომისიის უარი საქართველოს - არასამთავრობოები, ხელისუფლებას მიზანმიმართულად დამაზიანებელი ნაბიჯების გადადგმაში ადანაშაულებენ და კანდიდატობის სტატუსის მისაღებად აუცილებელი პუნქტების ჩამონათვალს უდგენენ.
არასამთავრობო სექტორის ერთობლივი განცხადება პრესკონფერენციაზე გიორგი მშვენიერიძემ გააჟღერა.
საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულება მიმდინარე პროცესისადმი და მიზანმიმართული, დამაზიანებელი ნაბიჯები ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ძირს უთხრიდა ჩვენი ქვეყნის ისტორიულ შესაძლებლობას. მიუხედავად შექმნილი მძიმე მდგომარეობისა, ევროკავშირი არ აპირებს ქართველი ხალხის მიტოვებას და ამის დასტურია ის ჩამონათვალი, რომელთა შესრულების შემთხვევაში ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მიღება გარანტირებული გვექნება"- აცხადებენ მესამე სექტორში.
მათივე შეფასებით, ხელისუფლებას 24 ივნისამდე ჯერ კიდევ აქვს შანსი, უმძიმესი მდგომარეობიდან გამოსავალი იპოვოს.
არასამთავრობოები თანხმდებიან, რომ კანდიდატობის სტატუსის მისაღებად აუცილებელია:
- ე.წ. შარლ მიშელის ხელშეკრულების სულისკვეთებით, პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება.
- ყველა სახელმწიფო უწყების დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერება.
- მათზე დემოკრატიული დამოკიდებულების უზრუნველყოფა.
- საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესება.
- მართლმსაჯულების სისტემის რეფრომა.
- ანტიკორუფციული რეფორმა.
- საქართველოს დეოლიგარქიზაცია.
- ორგანიზებულლი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძლის გაზრდა.
- მედია გარემოს გაუმჯობესება
- ადამიანის უფლებების, მათ შრის მოწყვლადი ჯგუფების დაცვა.
- გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა.
- სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
- სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება.
- სახალხო დამცველის არჩევის პროცესში დამოუკიდებელი კანდიდატების შერჩევა.
მესამე სექტორი ხელისუფლებას პირობების დროული შესრულებისკენ მოუწოდებს და თავის მხრივ მზადყოფნას გამოთქვამს, სახელმწიფო ორგანოებს მათ მიერ შემუშავებული მნიშვნელოვანი ცვლილებების პაკეტები გადასცეს.