20 ივნისს უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი - გიორგი ვაშაძე
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოსთან მიმართებაში ევროკომისიის რეკომენდაციას ეხმიანება და ამბობს, რომ ქართველმა ხალხმა ახლა არჩევანი "ქართულ ოცნებასა" და ევროპულ მომავალ შორის უდნა გააკეთოს.
ვაშაძე ასევე, მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ 20 ივნისს დაგეგმილ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე ძალიან ბევრი ადამიანი უნდა მივიდეს.
საქართველო არის დიდი არჩევანის წინაშე - ან გეოპოლიტიკური კატასტროფა, რომლისკენაც მივყავართ „ქართულ ოცნებას“ ან ევროკავშირი და დასავლეთი. დღევანდელი გადაწყვეტილება არის ბოლო შანსი ჩვენი ქვეყნისთვის და ამაზე ბევრი ვიმუშავეთ, მათ შორის, ოპოზიციამ სამოქალაქო სექტორმა, რომ საბოლოო კარი არ დახურულიყო საქართველოსთვის. ჩვენ ვირჩევთ ან ოლიგარქს ან დასავლეთს, ჩვენ ვირჩევთ ან რუსეთს ან ევროპას და ამერიკას.
დღეს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ პირდაპირ თქვა, რომ სრული მხარდაწერა აქვს საქართველოსა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ამისთვის საქართველომ უნდა გადადგას ნაბიჯი, ქართველმა ხალხმა გადაგას ნაბიჯი. როგორ? 20 ივნისს უნდა ვიყო ძალიან ბევრნი! ამის შემდეგ ყოველთვის უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი იმისთვის, რომ ჩვენ და ჩვენ შვილებს არ წაგვართვან ევროპული პერპსექტივა, - თქვა გიორგი ვაშაძემ.
ევროკომისია საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას ამ ეტაპზე მხარს არ უჭერს. მისი შეფასებით, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული მომავალი უნდა მისცეს, თუმცა გარკვეული დათქმებით.
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დონ დერ ლაიენის თქმით, ქვეყანა ევროკავშირში ინტერგრაციისთვის პოლიტიკურად უნდა შეიკრას და სტრუქტურული რეფორმები გაატაროს.