ციხეების თავზე, ციდან ნარკოტიკები ცვივა - გამაოგნებელი ფაქტები, რომელიც ხელისუფლებამ "ქურდებისთვის" შექმნა

18.06.22 21:05
ციხეების თავზე, ციდან ნარკოტიკები ცვივა - გამაოგნებელი ფაქტები, რომელიც ხელისუფლებამ "ქურდებისთვის" შექმნა

გამაოგნებელი ფაქტები, რომელიც ხელისუფლებამ ე.წ. ქურდებისთვის და "კრიმინალური ავტორიტეტების" ძმებისთვის შექმნა. 

ევროპის საბჭოს წამების და დამამცირებელი მოპყრობის აღკვეთის ეროვნული კომიტეტის დელეგაციის უფროსი, მიკოლა გნატოვსკი "შაბათის ეთერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში პირდაპირ ამბობს, რომ "ციხის ადმინისტრაციას ძალაუფლება აქვს დაკარგული". 

სკანდალური დასკვნის ავტორი აცხადებს, რომ  ხელისუფლებამ ციხეებში კრიმინალურ სამყაროს არა მხოლოდ ძალაუფლება გადასცა, არამედ მათი საკნები სასტუმროს ნომრებივით მოაწყო.  (კოდინციონერი საკნებში, იატაკზე დაგებული პარკეტი, დიდი ტელევიზორები კედლებზე, მაცივარი, აუდიო სისტემა მუსიკის  მოსამენად და საკნებში მოწყობილი სამზარეულოც კი). 

ევროსაბჭოს მონიტორინგის დასკვნაში რამდენჯერმე გვხდება ჩანაწერი, რომ მსჯავრდებულები "ქურდულ საერთოში" ხარკს იხდიან. სქემის თანახმად, პატიმრებს ოჯახებთან არეკინებენ და "ქურდული საერთოც" ციხის გარეთ გროვდება, შემდეგ კი ეს ფული  "კრიმინალურ ავტორიტეტებთან" მიდის.

ვისაც ე.წ. ობშიაკში ფული  არ მიაქვს, მას ციხის არაფორმალური მმართველები სასტიკად უსწორდებიან. ძალადობა აბანოს ტერიტორიაზე ხდება, იქ სადაც კამერები არაა დამონტაჟებული. ნაცემ პატიმრებს კი აიძულებენ თქვანრომ თითქოს დაზიანებები თავად მიიყენს.

ამასთან, "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ციხეებში ნარკოტიკების პრობლემა მწვავედ დგას. ეს საკითხი სკანდალურ დასკვნაში არ ჩაწერილა, მაგრამ ქართველი ადვოკატები "ტვ პირველს" უყვებიან, რომ ნარკოტიკი პენიტენციურ დაწესებულებებშიახლა უკვე ციდან, დრონიდან ცვივა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები