"საცოდავი, მანიაკი, არარაობა, გამოექანე" - ღარიბაშვილის რეპლიკები ოპოზიციას

22.06.22 15:39
"საცოდავი, მანიაკი, არარაობა, გამოექანე" - ღარიბაშვილის რეპლიკები ოპოზიციას

საკანონმდებლო ორგანოში მისული საქართველოს პრემიერ მინისტრი წყობიდან ისე გამოვიდა, რომ პარლამენტის წევრებს ოპოზიციიდან შეურაცხყოფა მიაყენა. 

საცოდავი ადამიანი, მანიაკები, არარაობა - განაცხადა ღარიბაშვილმა ოპოზიციის მისამართით. 

მან ლევან ხაბეიშვილს მიმართა: მაქედან გამოექანე!

შე საცოდავო, სააკაშვილის მეთაურობით ყველანი საცოდავები ხართ - მიმართა პრემიერმა ლევან ხაბეიშვილს და მთლიანად ოპოზიციას. 

"დაწყნარდი, დაწყნარდი, მიბრძანდი" - აცხადებს პრემიერი. 

"თქვენ წარმოადგენთ მოღალატეების პარტიას. ხაბეიშვილო შენ და შენი პარტია, ხართ მოღალატეები" - მიმართა პრემიერმა ენმ-ს.

ღარიბაშვილის შეურაცხყოფელ განცხადებებს ,,ქართული ოცნების" დეპუტატები ტაშითა და აპლოდისმენტებით პასუხობდნენ. 

სხდომის დასაწყისში პრემიერი საპარლამენტო უმცირესობის წევრებს, ანი წითლიძეს, ხატია დეკანოიძესა და თაკო ჩარკვიანს დაუპირისპირდა.

ხოლო ფრაქცია ,,ლელოს" წევრი, სალომე სამადაშვილი სახელმწიფოს ღალატში დაადანაშაულა.

 

მსგავსი სიახლეები