სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში ლამის ხელჩართულ ჩხუბამდე მივიდა
სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში ლამის ხელჩართულ ჩხუბამდე მივიდა.
,,ნაციონალური მოძრაობის" წევრების გაღიზიანება ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებმა გამოიწვია, როდესაც პრემიერ მინისტრმა ოპოზიციას უთხრა, რომ 2008 წლის ომის დროს ქვეყნიდან გარბოდითო.
ლევან ხაბეიშვილისა და აკაკი მინაშვილის სიტყვიერ პროტესტს „ქართული ოცნების“ მხრიდან მამუკა მდინარაძე და მიხეილ ყაველაშვილი გამოეხმაურნენ, რაც დაპირისპირებისა და ჩხუბის მიზეზი გახდა.
სხდომის დასაწყისში პრემიერი საპარლამენტო უმცირესობის წევრებს, ანი წითლიძეს, ხატია დეკანოიძესა და თაკო ჩარკვიანს დაუპირისპირდა, ხოლო ფრაქცია ,,ლელოს" წევრი, სალომე სამადაშვილი სახელმწიფოს ღალატში დაადანაშაულა.