კარლ ბილტი აიჭრა, იმიტომ რომ ღარიბაშვილმა ზუსტად მიზანში მოარტყა - ირაკლი კობახიძე

23.06.22 14:33
კარლ ბილტი აიჭრა, იმიტომ რომ ღარიბაშვილმა ზუსტად მიზანში მოარტყა - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილის რიტორიკა გააგრძელა და შვედეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ, კარლ ბილდტს "კორუმპირებული" უწოდა. 

„კორუმპირებული კაცი, რომელიც ლობირებდა ნაციონალური მოძრაობის სისხლიან რეჟის“ - თქვა კობახიძემ  ტვ პირველის ჟურნალისტის საპასუხოდ. 

კობახიძე ამბობს, რომ ღარიბაშვილმა ზუსტად მიზანში მოარტყა და მაგიტომ აიჭრა კარლ ბილტი.

„კარლ ბილტი აიჭრა, იმიტომ რომ ღარიბაშვილმა ზუსტად მიზანში მოარტყა. ის არის ჩვეულებრივი კორუმპირებული კაცი, რაც დადასტურებულია დოკუმენტურად. კორუმპირებული კაცი, რომელიც იყო ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ლობისტი და ქვეყნის დაზიანებაზე აკეთა ფული წლების განმავლობაში. ნაც-მოძრაობა როდესაც აქ ამყარებდა სისხლიან რეჟიმს და აუპატიურებდა ადამიანებს, მაშინ, ფულის სანაცვლოდ, კარლ ბილტი დუბლირებდა ნაციონალების სისხლიან რეჟიმს“. - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კარლ ბილდტს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ბიუჯეტიდან მილიონები აქვს წაღებული. 

პრემიერის სკანდალურ განცხადებას კარლ ბილდტი უკვე გამოეხმაურა, მან ირაკლი ღარიბაშვილს "რელსებიდან გადასული პრემიერი" უწოდა. 

მსგავსი სიახლეები