,,არც ახლა მივცემთ ქვეყნის წალეკვის საშუალებას" - კობახიძე ხვალინდელ აქციას მართულს უწოდებს

23.06.22 14:39
,,არც ახლა მივცემთ ქვეყნის წალეკვის საშუალებას" -  კობახიძე ხვალინდელ აქციას მართულს უწოდებს

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის იერიში სამოქალაქო მოძრაობაზე - ირაკლი კობახიძე ხვალ, დედაქალაქის გამზირზე დაგეგმილი აქციის პოლიტიზირებას შეეცადა და თქვა, რომ სახალხო მოძრაობა, რომელიც 20 ივნის შეიქმნა, ,,ნაციონალური მოძრაობის" განშტოებაა.

კობახიძე ისევ "საქართველოს წალეკვის" სურვილზე საუბვრობს. მეტიც, მმართველი პარტიის ლიდერი ირწმუნება, რომ "ქვეყნის წალეკვის იდეა ბაკურიანის შეხვედრაზე დაიგეგმა, რომელსაც ,,ნაცმოძრაობა" და მისი განშტოებები ესწრებოდნენ".

ბაკურიანში დაიგეგმა, იქ იყო შეკრებილი შულავერის კომიტეტი, ეს იყო ,,ნაცმოძრაობა" თავისი განშტოებებით, არასამთავრობო ორგანიზაციები, მათი კუთვნილი მედიასშუალებებით. იქ დაგეგმეს მათ რაც იყო დაანონსებული ,,წალეკვის გეგმა", რასაც დამატებით გაახმოვანებენ ისინი ხვალინდელ აქციაზე.

ისინი, რა თქმა უნდა, ეცდებიან ქვეყნის წალეკვას. ამას ისინი ცდილობდნენ და 2012 წლამდე წარმატებით ახერხებდნენ ამას, 2012 წლიდანაც ცდილობენ, მარამ ხედავთ, 10 წელია, ამის საშუალება არავის მისცა. არც ამ შემთხვევაში მივცემთ  - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები