,,შხამად შეგერგოს" - ,,ოცნების" პარტაქტივმა პრეზიდენტი ზურაბიშვილი დაწყევლა
,,ქართული ოცნების" პარტაქტივმა პრეზიდენტი დაწყევლა-''შხამად შეგერგოს'' ასე მიმართავენ სალომე ზურაბიშვილს მმართველი პარტიის კორდინატორები და აგიტატორები.
პრეზიდენტით იმედგაცრუებული პარტაქტივი ახლა ნანობს, რომ საპარეზიდენტო არჩევნებში ზურაბიშვილისთვის კარდაკარ დადიოდნენ და ხმებს აგროვებდნენ.
,,ოცნების" აგრიტატორების და კოორდინატორების წყევლის კამპანია მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტმა მოსმენების კანონს ვეტო დაადო.
სალომე ზურაბიშვილზე შეტევა სავარაუდოდ, ,,ოცნების" ცენტრალური ოფისიდან გაიცა და კოორდინირებული იერიშიც ერთი მეორის მიყოლებით დაიწყო.