ევროპარლამენტმა უკრაინისა და მოლოდოვისთვის სტატუსის მინიჭებაზე მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

23.06.22 14:49
ევროპარლამენტმა უკრაინისა და მოლოდოვისთვის სტატუსის მინიჭებაზე მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

529 მომხრე და 45 წინააღმდეგი - ევროპარლამენტის მიერ მიღებულია რეზოლუცია, რომელიც ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, „დაყოვნების გარეშე" მიანიჭონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას.

ევროპული პარლამენტი საქართველოსთან დაკავშირებით ამბობს, რომ ქვეყანას სტატუსი მაშინ მიენიჭოს, როცა მთავრობა პრიორიტეტებს შეასრულებს.

"პარლამენტმა ხუთშაბათს მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს, რომლებიც სამიტს დღეს და ხვალ მართავენ, „დაყოვნების გარეშე“ მიანიჭონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკას. მათ იგივე უნდა გააკეთონ საქართველოსთან მიმართებაში „მას შემდეგ, რაც მისი მთავრობა დაასრულებს“ ევროკომისიის მიერ მითითებულ პრიორიტეტებს", - აღნიშნულია ტექსტში. 

პარლამენტი მოუწოდებს უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკის და საქართველოს ხელისუფლებას დააჩქარონ რეფორმები, რათა რაც შეიძლება მალე შესრულდეს ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები.

 

 

 

მსგავსი სიახლეები