სალომე ზურაბიშვილს სალომე სამადაშვილისგან ვერ გაარჩევ - კობახიძე

23.06.22 14:56
 სალომე ზურაბიშვილს სალომე სამადაშვილისგან ვერ გაარჩევ - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდიომარის მტკიცებით, საქართველოს პრეზიდენტი  კანდიდატობის საწინააღმდეგო კამპანიითაა დაკავებული. 

სალომე ზურაბიშვილს სალომე სამადაშვილისგან ვერ გაარჩევ - თქვა საკითხის შეფასებისას ირაკლი კობახიძემ. 

 

  

მისი განცხადებები რომ ვართ ჩამორჩენილი და ასე შემდეგ, ამას ემსახურება. ჩამორჩენილი თუ არის ქვეყანა, გამოდის, რომ კანდიდატობას არ იმსახურებს, მაგრამ ჩვენ გვგონია, რომ საქართველო კი არ არის ჩამორჩენილი, სალომე ზურაბიშვილი ჩამორჩა რაღაცებს. სალომე ზურაბიშვილი თავისი რიტორიკით არის დასული სალომე სამადაშვილის დონეზე, რაც სამწუხაროა. სახელი და გვარი რომ არ ეწეროს, ერთმანეთისგან ვერ გაარჩევთ. თუ რატომ ხდება ეს, ამაზე გვაქვს ეჭვები მაგრამ სიღრმეში არ შევალ.

მსგავსი სიახლეები