ენმ-ს ბოლშევიკური ფრთის აქცია - კობახიძე ხვალ დაგეგმილ შეკრებაზე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მოძრაობა "სირცხვილისაც" ბოლშევიკები უწოდა. ირაკლი კობახიზე ამტკიცებს, რომ დედაქალაქის გამზირზე ხვალ დაგეგმილი აქცია "ნაცმოძრაობის ახალგაზრდული ფრთის" მიერაა ორგანიზებული.
წინა აქციაც და ხვალინდელი აქციაც არის ორგანიზებული ნაცმოძრაობის ახალგაზრდული ბოლშევიკური ფრთის მიერ, ეს არის სირცხვილია, რაც ყველამ ვიცით, მათ მიერ არის დაანონსებული ეს აქცია, შესაბამისად ორგანიზატორები არიან ისინი"- თქვა კობახიძემ.
გარდა ამისა, პარტიის ლიდერი ირწმუნება, რომ "ქვეყნის წალეკვის იდეა ბაკურიანის შეხვედრაზე დაიგეგმა, რომელსაც ,,ნაცმოძრაობა" და მისი განშტოებები ესწრებოდნენ".