საჯარო პირების მიერ პრეზიდენტის საჯარო დაწყევლას კობახიძე "გულდაწყვეტილობით" ხსნის
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ პარტიის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილმა გაანაწყენა და გული დაწყვიტა. სწორედ ასე ხსნის ირაკლი კობახიძე საჯარო პირების მიერ სალომე ზურაბიშვილის საჯაროდ დაწყევლის ფაქტს:
ჩვენი პარტიის წარმომადგენლები არიან ძალიან გულდაწყვეტილები იმ ყველაფრით, რასაც აკეთებს სალომე ზურაბიშვილი. ჩვენ ვეუბნებოდით მათ, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო წარდგენილი როგორც ზეპარტიული კანდიდატი და ასეც მოქმედებდა ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თუმცა ვხედავთ ახლა, რომ ის პოზიციონირებს დღეს, როგორც სალომე სამადაშვილი და ბუნებრივია არიან გულდაწყვეტილი, რაც შეეხება კონკრეტულ სიტყვებს, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ" ამბობს კობახიძე.