მრჩება შთაბეჭდილება, ხელისუფლებას არ უნდა ფინიშამდე მივიდეთ - საქართველოს ყოფილი ელჩი ბრიუსელში
საქართველოს ყოფილ ელჩს ბრიუსელში არ აქვს მოლოდონი, რომ წლის ბოლომდე საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა იმ პირობას, რაც ევროპულმა საბჭომ მოსთხოვა.
ნატალი საბანაძის თქმით, მას მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას ფინიშამდე მისვლა არ უნდა.
ხელისუფლების პასუხსმგებლობაა პირველ რიგში, იმიტომ რომ, მათ ხელშია როგორც დიპლომატიური არხები, ასევე ისინი არიან პასუხისმგებლები იმ რეფორმებზე, რომლებიც უნდა გატარდეს, რომლებსაც ჩვენგან ელიან. სამწუხაროდ, ეს არ არის ის, რაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა ამ დღეების განმავლობაში. მრჩება შთაბეჭდილება, არ უნდათ რომ ფინიშამდე მივიდეთ. მე ვფიქრობ, რომ არის სხვადასხვა ფაქტორები. არის თუნდაც დიპლომატიური წნეხი, საზოგადოებრივი წნეხი, არის პოლიტიკური წნეხი და ა.შ.“ - ამბობს ნატალი საბანაძე.
ევროპარლამენტმა, რამდენიმე წუთის წინ, უკრაინისა და მოლოდოვისთვის სტატუსის მინიჭებაზე მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა ვერ გახდა.