თავისუფალი სიტყვა ვინ წამართვა- რატომ დაწყევლა ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარემ პრეზიდენტი
რატომ დაწყევლა ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარემ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი? - მანანა ბარბაქაძე აცხადებს, რომ ეს მისი თავისუფალი სიტყვის გამოხატულებაა. რაც შეეხება ფაქტს, როგორ აღმოჩნდა მისი სტატუსი ხარაგაულის საკრებულოს ოფიციალურ გვერდზე, ,,ტვ პირველთან" ინტერვიუში მანანა ბარბაქაძე ამბობს, რომ ეს ტექნიკური შეცდომა იყო.
ჩემს პირად ფეისბუკგვერდზე დავწერე ჩემი პირადი მოსაზრება, თავისუფალი სიტყვა ვინ წამართვა, ვინ ამიკრძალა?
ტექნიკურად მოხდა ატვირთვა საკრებულოს გვერდზე და მაშინვე გასწორდა ის. - განაცხადა მანანა ბარბაქაძემ.
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მოსმენების შესახებ კანონს ვეტო დაადო, ,,ქართული ოცნების" პარტაქტივი სალომე ზურაბიშვილის შეურაცხყოფასა და წყევლაზე გადავიდა.