როდესაც საქართველო კრიტერიუმებს დაკმაყოფილდებს, კანდიდატის სტატუსი ავტომატურად მიენიჭება - ბორელი
„საქართველოს აქვს შესასრულებელი საქმეები, განრიგი. გააგრძელეთ ამაზე მუშაობა“ - ასე უპასუხა, ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის წინ, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას „რა არის ახლა ქართველი ხალხისადმი მისი გზავნილი?“ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელმა.
ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, ამას უარყოფითად არ უნდა შეხედონ, მათ [ქართველებს] ახლა აქვთ მკაფიო გზა, აქვთ შესასრულებელი საქმეები, განრიგი. ანუ ეს მნიშვენლოვანი წინ გადადგული ნაბიჯია, გააგრძელეთ ამაზე მუშაობა, თქვენ კარგ გზაზე ხართ,“ - განაცხადა ჟოზებ ბორელმა.
კითხვაზე, როდესაც საქართველო დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს, მიენიჭება თუ არა მას კანდიდატის სტატუსი, ბორელმა უპასუხა, რომ ეს ნამდვილად ასე იქნება.
ზუსტად. ზუსტად, როდესაც კრიტერიუმები დაკმაყოფილდება, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ავტომატურად მოხდება“, – განაცხადა ჯოზეპ ბორელმა.
ევროპარლამენტმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ (14-მა თავი შეიკავა) უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. საქართველოს მხოლოდ ევროპული პერსპექტივის ხვდა წილად.