ოლიგარქისგან თავისუფალი საქართველო- სტუდენტებმა 24 ივნისის აქციისთვის ერთობლივი მანიფესტი შეიმუშავეს

23.06.22 17:22
ოლიგარქისგან თავისუფალი საქართველო- სტუდენტებმა 24 ივნისის აქციისთვის ერთობლივი მანიფესტი შეიმუშავეს

ქვეყნის ევროინტეგრაციის და დასავლური კურსის დასაცავად სტუდენტები ქუჩაში გამოდიან. თუ ევროკავშირის მოთხოვნებსა და წაყენებულ პირობებს ხელისუფლება არ შეასრულებს, ახალგაზრდები მასშტაბურ პროტესტს აანონსებენ.

რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე სხვადასხვა პროფესიის ადამიანთან ერთად ხვალ 15 უნივერსიტეტის სტუდენტი იდგება. მზად არის ერთობლივი მანიფესტიც.  

ჩვენ, საქართველოს სტუდენტები, ვირჩევთ :

ევროპას;

ოლიგარქისგან თავისუფალ სახელმწიფოს;

სიტყვის თავისუფლებას;

კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანას;

ევროპულ განათლებას;

დამოუკიდებელ სასამართლოს;

სამართლიან არჩევნებს;

წარმატებულ ეკონომიკასა და ღირსეულ სამუშაოს;

ანტირუსულ პოლიტიკას;

თავისუფალ, მშვიდობიან და ევროპულ საქართველოში ცხოვრებას; - ნათქვამია სტუდენტურ მანიფესტში.

,,შინ ევროპისკენ ოლიგარქიული მმართველობის გარეშე- ამ დევიზით ხვალ პარლამენტის წინ მასშტაბური აქცია გაიმართება. 

მსგავსი სიახლეები