საქართველო აუცილებლად დაუბრუნდება ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს - არჩილ თალაკვაძე

23.06.22 17:15
საქართველო აუცილებლად დაუბრუნდება ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს - არჩილ თალაკვაძე

„საქართველო აუცილებლად დაუბრუნდება არა მხოლოდ სტატუსის, არამედ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს“, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა.

ვულოცავ ჩვენს მეგობრებს, უკრაინას და მოლდოვას, რომ ევროკომისიამ  მათ რეკომენდაცია გაუწია სტატუსთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, საქართველოსთან მიმართებაში ისტორიული ჩანაწერი იყო ევროკომისიის დოკუმენტში ჩვენი ევროპული პერსპექტივის შესახებ. ეს თავისთავად ნიშნავს, რომ საქართველო აუცილებლად დაუბრუნდება არა მხოლოდ სტატუსის, არამედ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს“. - განაცხადა არჩლ თალაკვაძემ. 

ევროპარლამენტმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ (14-მა თავი შეიკავა) უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. საქართველოს მხოლოდ ევროპული პერსპექტივის ხვდა წილად.

მსგავსი სიახლეები