ჯობია, ოპოზიციამ ნერვები მოთოკოს და ჩვენთან ერთად იმუშაოს ევროკავშირის რეკომენდაციებზე - ირაკლი ზარქუა

23.06.22 17:26
ჯობია, ოპოზიციამ ნერვები მოთოკოს და  ჩვენთან ერთად იმუშაოს ევროკავშირის რეკომენდაციებზე - ირაკლი ზარქუა

რჩევებს და რეკომენდაციებს ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ და  წლის ბოლოს საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს - ამის შესახებ ირაკლი ზარქუამ განაცხადა. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოპოზიციას მოუწოდებს, რომ ნერვები მოთოკონ და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმუშაონ ამ რეკომენდაციებზე.

რჩევებს და რეკომენდაციებს ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ და დაიხ წლის ბოლოს საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ოპოზიციამ იქნებ რამენაირად მოთოკოს ნერვები და არა ჩასაფრებულის პოზიციიდან, არამედ შემობრძანდნენ კომიტეტებზე და იმ კრიტერიუმებზე ერთად ვიმუშაოთ. არა ლოზუნგებით, არა ქაოსით, არა დაზაბულობით, არა რევოლუციური სცენარით, არამედ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არის საერთო მიზანი, ჩვენი ისტორიული მისია, გვაქვს ეს შესაძლებლობა, მოგვეცა და საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი“. - თქვა ირაკლი ზარქუამ.

ევროპარლამენტმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ (14-მა თავი შეიკავა) უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. საქართველოს მხოლოდ ევროპული პერსპექტივის ხვდა წილად.

მსგავსი სიახლეები