თუ საქართველო პირობებს შეასრულებს, ექნება მწვანე შუქი კანდიდატის სტატუსისთვის - გიტანას ნაუსედა
თუ საქართველოს მხრიდან პირობები შესრულდება, მაშინ იქნება მწვანე შუქი კანდიდატის სტატუსისთვის და შემდეგ სრული წევრობა, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ, განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკების პროცესი მას ლიეტუვის ისტორიას ახსენებს.
„ჩვენ ქართველ ხალხს ვუგზავნით დამაიმედებელ მესიჯს. ვგეგმავთ კარგი მესიჯის გამოცხადებას ქართველი ხალხისთვის და ეს მესიჯი მახსენებს, ლიეტუვის ისტორიას. გვახსოვს, რომ ჩვენს მეზობლებთან შედარებით, გვიან დავიწყეთ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების პროცესი, მაგალითად, ესტონეთთან შედარებით. ესტონეთი პირველი მიიწვიეს, მაგრამ ეს ისეთი დიდი სტიმული იყო ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის, რომ ჩვენ ძალიან სწრაფად დავეწიეთ მათ და ევროკავშირში იმავე წელს გავწევრიანდით, როცა ესტონეთი, 2004 წელს. ასე რომ, ვფიქრობ, რასაც გადავწყვეტთ დღეს, იქნება ძალიან მკაფიო პერსპექტივის დასახვა საქართველოსთვის გარკვეული პირობებით, თუ ეს პირობები შესრულდება, მაშინ იქნება მწვანე შუქი კანდიდატის სტატუსისთვის და შემდეგ სრული წევრობა“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.
ჟურნალისტებთან საუბრისას გიტანას ნაუსედამ ასევე განაცხადა, რომ ეს გზავნილი არ უნდა იქნას მიღებული, როგორც იმედგაცრუების გზავნილი.
„ვფიქრობ, ეს არ უნდა იქნას მიღებული, როგორც იმედგაცრუების გზავნილი. ჩემთვის ეს პოზიტიური მესიჯია. ჩვენთვის ეს იყო დიდი მოტივაცია, რომ რაც შეიძლებოდა სწრაფად შეგვესრულებინა რეფორმები. “, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.