ევროპარლამენტში დღეს განცხადებას უკრაინის, საქარეთველოსა და მოლდოვას პრეზიდენტები გააკეთებენ
ევროკომისიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად განცხადებას უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს პრეზიდენტები: ვოლოდიმირ ზელენსკი, მაია სანდუ და სალომე ზურაბიშვილი გააკეთებენ.
ბრიუსელში, ევროპარლამენტში დღეს საბოლოოდ გაირკვა, ასოცირებული ტრიოს წევრმა ქვეყნებმა: უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მიიღეს, ხოლო საქართველომ - მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა.