ევროკავშირის დათქმა - საქართველოს კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ, როგორც კი პრიორიტეტები შესრულდება
"ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება"- ამის შესახრბ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა Twitter-ზე დაწერა.
"ვულოცავ ქართველ ხალხს. ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირი– საქართველოს ურთიერთობებში: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია"- წერს მიშელი.