"ევროპული გზა საქართველოსთვის სრულყოფილად არის განსაზღვრული" - ჯოზეფ ბორელი

24.06.22 10:56
"ევროპული გზა საქართველოსთვის სრულყოფილად არის განსაზღვრული" - ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის  საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოსთან მიმართებაში ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას ეხმიანება და ამბობს, რომ საქართველოს ევრპული გზა სრულყოფილად განსაზღვრულია. ბორელი  საქართველოს ხელისუფლებასთან ერთობლივი მუშაობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

საქართველო ახლა ნამდვილად ადგას ევროპულ გზას. დიახ, არსებობს პირობები. ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი და ჩვენ არ უნდა დავაკნინოთ ეს. პირიქით, ეს ასევე არის აღიარების ნიშანი და მკაფიო მხარდაჭერა. ახლა ევროპული გზა საქართველოსთვის სრულყოფილად არის განსაზღვრული. იცით რა, როგორ და როდის. მზად ვართ ერთად მუშაობისთვის, საქართველოს საზოგადოების მხარდაჭერისთვის, ამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობის გამოყენებისთვის მისი ევროპული მომავლის ასაშენებლად, - აცხადებს ბორელი.

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭომ ასოცირებულ ტრიოსთან მიმართებაში ოფიციალური გადაწყვეტილება გუშინ გამოაცხადა. ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, საქართველო კი სტატუსის გარეშე დარჩა. 

ევროსაბჭომ  საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა.

 

მსგავსი სიახლეები