პრემიერის ნაცვლად პრეზიდენტი - გამოაცხადა თუ არა ევროკავშირმა ირაკლი ღარიბაშვილი პერსონა ნონ გრატად
გამოაცხადა თუ ევროკავშირმა ირაკლი ღარიბაშვილი პერსონა ნონ გრატად - ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნაცვლად, პრეზიდენტი ჩართეს.
ფორმატიდან გამომდინარე, მოლოდავადან და უკრაინიდან ევროპულ საბჭოს სახელმწიფოების მეთაურებმა მიმართეს, თუმცა საქართველოს შემთხვევაში ასე არ მოხდა. ევროკაშვირის 27 ლიდერს დახურულ სხდომაზე ირაკლი ღრაიბაშვილის ნაცვლად სალომე ზურაბიშვილმა მიმართა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დასავლეთისთვის საინტერესო ფიგურას არ წარმოადგენს.
ევროკავშირმა რამდენჯერმე გამიჯნა ქართველი ხალხი და ივანიშვილი და მისი ხელისუფლება და ის, რომ დღეს ღარიბაშვილი არ მონაწილეობს ამ პროცესებში ფორმალურად, შეიძლება ამის დამადასტურებელი სიმბოლური ჟესტიც იყოს. ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომელიც პირდაპირ თავს ესხმის ევროპულ ინსტიტუტებს, შეურაცხყოფას აყენებს ევროპარლამენტარებს, მონაწილეობდა შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაში და ბუნებრივია, ეს ადამიანი ხვდებიან, რომ ამ აღზევებულ ბრიყვთან ნაკლები ურთიერთობა შეიძლება იყოს უკეთესი, - ამბობს „ლელოს“ წევრი, საბა ბუაძე.
"ქართულმა ოცნებამ" კი რიტორიკა შეცვალა და ამბობენ, რომ საგარეო ურთიერთობების მიმართულებით ქვეყანას სწორედ პრეზიდენტი წარმოადგენს. ის, რომ ევროსაბჭოს სიტყვით სალომე ზურაბიშვილმა და არა ირაკლი ღარიბაშილმა მიმართა, მმართველ პარტიაში პრობლემას ვერ ხედავენ.
კონსტიტუციით პრეზიდენტი არ მართავს ქვეყანას, თუმცა ის წარმოადგენს ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში და კარგი იქნება, ამას ყოველთვის ვამბობ, თუ ის ამ თავის რესურსს გამოიყენებს სწორედ აი, ამ პროცესში. არავინ არ ამბობს, რომ ჩემს სახელმწიფოს აი,ე ს ნაკლოვანებები აქვს და მოდი, მაინც მივიღოთ ევროკავშირში ან რარაც წარმატება მიანიჭეთ. თუ მას სურს, რომ გადადგას ქმედითი და პოზიტიური ნაბიჯები, ეს გააკეთოს, იქნება ძალიან კარგი, გარკვეული რესურსები მას გააჩნია. პრემიერ-მინისტრი, ჩვენი გუნდის ლიდერები, ყველა აბსოლუტურად, დადის ქვეყნის გარეთ ანუ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, ლიდერებთან ხდება სეხვედრები და ბუნებრივია, ეს ასეც გაგრძელდება, - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭომ ასოცირებულ ტრიოსთან მიმართებაში ოფიციალური გადაწყვეტილება გუშინ გამოაცხადა. ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, საქართველო კი სტატუსის გარეშე დარჩა.
ევროსაბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა.