თუ საქართველო წლის ბოლოს სტატუსს ვერ მიიღებს, რუსეთის ლუკმა გახდება - ხათუნა ლაგაზიძე
„თუ საქართველო წლის ბოლოს სტატუს ვერ მიიღებს, რუსეთის ლუკმა გახდება“ - ასე ეხმაურება ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე საქართველოს ევროპულ ოჯახში გაერთიანების პერსპექტივას.
ექსპერტის თქმით, სახელმწიფო უნდა გადაიბაროს ხალხმა, ვისაც ეკუთვის ეს სახელმწიფო და ვისაც ნამდვილად აღელვებს ევროპული მომავალი.
არაფერი არ არის დაკარგული. 6 თვით გადავადდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭება. თუკი საქართველო დეკემბერში ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, საქართველო გახდა რუსეთის ლუკმა. ევროპა ნიშნავს მშვიდობას, მაშინ როცა რუსეთი ნიშნავს ომს. გადავიბაროთ ქართული სახელმწიფო ჩვენს ხელში, მათ ხელში ვისაც ეს სახელმწიფო ეკუთვნის“. - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.
წამზომი ჩართულია. ახლა ჩვენს ქვეყნას 180 არასრული დღე აქვს, რომ მდგომარეობა შემოატრიალოს და ევროკავშირს დააჯეროს, რომ საქართველო იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას.