ამ ჯგუფს ადრე საქართველო ხელმძღვანელობდა, სირცხვილია, რაც ხდება - ლუკ კოფი
The Heritage Foundation-ის მკვლევარი ლუკ კოფი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, საქართველოს კი — მხოლოდ ევროპული პერსპექტივა.
ამ ჯგუფს (ტრიოს) ადრე საქართველო ხელმძღვანელობდა. სირცხვილია რაც ხდება, — წერს კოფი "ტვიტერზე".
23 ივნისს ევროპულმა საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც უკრაინას და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ თანმხლები პირობებით, საქართველოს კი არა. სამივე ქვეყნის შემთხვევაში ევროპულმა საბჭომ მათი ევროპული პერსპექტივა აღიარა.