ევროკავშირის ინსტრუქციები ცალსახაა, ბურთი "ქართული ოცნების" მოედანზეა" - კრამონი

24.06.22 12:41
ევროკავშირის ინსტრუქციები ცალსახაა, ბურთი "ქართული ოცნების" მოედანზეა" - კრამონი

ბურთი "ქართული ოცნების" მოედანზეა" - ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს.

კრამონი მოუწოდებს  საქართველოს მთავრობას, რომ ევროკავშირის ინსტრუქციების შესრულება დაიწყოს.

ვიმედოვნებ, რომ 6 თვეში ასევე ვიზეიმებთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსს. ამისთვის საქართველოს მთავრობამ უნდა დაიწყოს მოქმედება. ევროკავშირის ინსტრუქციები ცალსახაა. ბურთი "ქართული ოცნების" მოედანზეა", - აცხადებს კრამონი.

ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
 

მსგავსი სიახლეები