გენეტიკურად თავისუფალი ერი ვართ - ნინო სუხიშვილი პროდასავლურ აქციას უერთდება

24.06.22 13:20
გენეტიკურად თავისუფალი ერი ვართ - ნინო სუხიშვილი პროდასავლურ აქციას უერთდება

ქართული ნაციონალური ბალეტის ერთ-ერთ ფუძემდებელს, ნინო სუხიშვილს, მიაჩნია, რომ დღეს საქართველო არანაკლები საფრთხის წინაშე დგას, ვიდრე მოლდოვა, ან უკრაინა, რომლებსაც, ჩვენი ქვეყნისგან განსხვავებით,  ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს. 

ნინო სუხიშვილი ევროინტეგრაციაში შექმნილ პრობლემებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და დღევანდელ აქციაზე მისვლას მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

ჩვენ გენეტიკურად დამოუკიდებელი, თავისუფალი ერი ვართ. ამის შენარჩუნების გზა არის მხოლოდ ევროპა. შეიძლება, გაჩნდა იმის პერსპექტივა, რომ რაღაცას შევასრულებთ და მერე გავხდებით, ახლა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ჩვენ ნაკლებ საფრთხეში ვიმყოფებით. 

დღევანდელი აქცია იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მოქალაქეების მოთხოვნა და სურვილი გაითვალისწინოს ევროპამ და მთელმა მსოფლიომ. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. მაგრამ აქ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ერთიანი უნდა იყვნენ- აცხადებს ნინო სუხიშვიული, ,,სუხიშვილების ბალეტის" მმართველი დირექტორი.

ქვეყანაში დიდი სახალხო პროტესტი იწყება. მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" მმართველობის გამო ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო და ბორტს მიღმა დარჩა, გაბრაზბული ხალხი ქუჩაში გამოდის.  სხვადასხვა პროფესიის თუ პოლტიკური გემოვნების ადამიანი დღეს  ქვეყნის ცენტრალურ გამიზირზე ისევ შეიკრიბება და კონრკეტულ მოთხოვნებს გააჟღერებს. გამორიცხული არ არის, ხალხის მოთხოვნა მთავრობის  გადადგომაც იყოს. 

მსგავსი სიახლეები