ბორდერიზაციის პროცესი ქართლში - საოკუპაციო რეჟიმმა ხურვალეთში საგუშაგოს მშენებლობა უკანონოდ დაიწყო

24.06.22 13:35
ბორდერიზაციის პროცესი ქართლში - საოკუპაციო რეჟიმმა ხურვალეთში საგუშაგოს მშენებლობა უკანონოდ დაიწყო

ოკუპაცია გრძელდება-ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ბორდერაზციის პროცესი განაახლა. სოფელ ხურვალეთში რუსი  სამხედროები დილიდან  მცოცავ ოკუპაციას განგრძობენ და ადგილობრივებს ახალ ბარიერებს უქმნიან.  

მოსახლეობა, რომელიც ყოველდღიური შიშის ქვეშ ცხოვრობს, კიდევ ერთი ოკუპაციის ამსახველ ვიდეომტკიცებულებებს ავრცელებს. ირკვევა რომ, ოკუპანტები ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებად ტერიტორიაზე გასდაადგილდებიან, ამ დროს კი საქართველოს ხელისუფლება დუმს.

,,ტვ პირველის" კორესპონდენტის ინფორმაციით, ოკუპანტები სოფელ ხურვალეთში დილიდან გამოჩნდნენ. მათ ადგილზე მოიტანეს სამშენწებლო მასალები და ახალი საგუშაგოს მშენებლობა დაიწყეს. 

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების ინფორმაციით, ახალი საგუშაგოს დახმარებითაც სოფელ ხურვალეთსა და ცენტრალურ ავტომაგისტრალს მთლიანად გააკონტროლებენ. 

ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ოკუპანტები სამშენებლო სამუშაოებს სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ასრულებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივები მალე სასაფლაოზე შესვლას ვერ მოახერხებენ. 

მსგავსი სიახლეები