იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობა საჭირო ნაბიჯებს გადადგამს - ლატვიის პრემიერი
ევროპული საბჭოს სამიტის მეორე დღეს დასავლეთიდან გზავნილები არ წყდება. ლატვიის პრემიერ-მინისტრი კრიშიანის კარინში მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებას რეფორმების განსახორციელებლად ყველა შესაძლებლობა აქვს.
ლატვიის პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მთავრობა ევროინტეგრაციისთვის საჭირო ნაბიჯებს გადადგამს.
საქართველოს მთავრობას აქვს ყველა შესაძლებლობა, რომ განახორციელოს რეფორმები, რა არის ამისთვის საჭირო, მათ კარგად იციან, რადგან მუდმივი კომუნიკაცია იყო მთავრობასა და კომისიას შორის. ლატვიისთვის ევროკავშირშ გაწევრიანებამდე მნიშვნელოვანი იყო რეფორმების გატარება, ჩვენი მმართველობის გაუმჯობესება. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ცხოვრების დონე უმჯობესდება. ამიტომ რეფორმების ჩატარება მნიშვნელოვანია, ევროპის მხრიდან კარი ღიაა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა გადადგამს საჭირო ნაბიჯებს“, – აცხადებს ლატვიის პრემიერი.
საქართველოს მთავრობას ზუსტად 6 თვე დარჩა, რომ ყველა მოთხოვნა შეასრულოს. დეკმებერში კი ევროკომისია ხელისუფლების მუშაობს შეაჯამებს და საბოლოო გადაყვეტილებას მიიღებს.