საქართველომ საშინაო სამუშაოები უნდა გააგრძელოს - ლუქსემბურგის პრემიერი
„კანდიდატის სტატუსი არ არის წევრობა, მაგრამ აჩვენებს გზას და მუშაობა უნდა გაგრძელდეს“, – ასეთ განცხადებას აკეთებს ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ხავიერ ბეტელი ევროპული საბჭოს სამიტის მეორე დღეს.
ლუქსემბურგის პრემიერი აღნიშნავს, რომ დავალებების შესრულების შემთხვევაში ევროკავშირი საქართველოს უკვე უარს ვეღარ იტყვის.
კანდიდატის სტატუსი არ არის წევრობა, მაგრამ აჩვენებს გზას და საშინაო სამუშაოები უნდა გაგრძელდეს. ყველა ვთანხმდებით, რომ კომისიას ვავალებთ ანგარიშის მომზადებას. მათ ეს გააკეთეს. მათ სტატუსი მიანიჭეს მოლდოვას, უკრაინას, მაგრამ არა საქართველოს. თუ მათ დავავალებთ სამუშაოს შესრულებას, როდესაც გადაწყვეტენ რაიმეს და შემდეგ ამას შემოგვთავაზებენ, ვერ ვიტყვით შემდეგ, რომ ამას არ ვეთანხმებით. ასე რომ, მოხარული ვარ, რომ გუშინ ჩვენ მივიღეთ კომისიის ინსტრუქციები“, – განაცხადა ხავიერ ბეტელმა.
საქართველოს მთავრობას ზუსტად 6 თვე დარჩა, რომ ყველა მოთხოვნა შეასრულოს. დეკმებერში კი ევროკომისია ხელისუფლების მუშაობს შეაჯამებს და საბოლოო გადაყვეტილებას მიიღებს.