ღარიბაშვილი ჩვენს პარტნიორებში არის კეთროვანი - უგულავა
ღარიბაშილი ჩვენს ევროპელ პარტნიორებშ კეთროვანია, - ასე აფასებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა იმ ფაქტს, რომ ევროსაბჭოს წინაშე სიტყვით არა საქართველოს პრემიერი, არამედ პრეზიდენტი წარდგა.
ორივეგან მოლოცვა არის. იქ ულოცავენ კანდიდატობას და კანდიდატობას ულოცავენ უკრაინელ და მოლდოველ ხალხს, ასევე, პრეზიდენტ ზეელენსკის და პრეზიდენტ მაია სანდუს. ჩვენს შემთხვევაში შარლ მიშელი ულოცავს მხოლოდ ქართველ ხალხს და არანაირი ხსენება არ არის საქართველოს მთავრობის. ეს აიხსნება ერთადერთი რამით: ღარიბაშვილი ჩვენს ევროპულ პარტნიორებში არის კეთროვანი, - ამბობს უგულავა.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭომ ასოცირებულ ტრიოსთან მიმართებაში ოფიციალური გადაწყვეტილება გუშინ გამოაცხადა. ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, საქართველო კი სტატუსის გარეშე დარჩა.
ევროსაბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა.