ღარიბაშვილი ჩამოწერილი პოლიტიკური ფიგურაა - რომან გოცირიძე
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პრემიერი ევროპისთვის მიუღებელია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ირაკლი ღარიბაშილი ჩამოწერილი პოლიტიკური ფიგურაა.
ღარიბაშვილი ევროპაში არის მიუღებელი ფიგურა. ის მტრებს ეძებს არა მარტო ოპოზიციაში, პრეზიდენტსაც გადაემტერა, არამედ უკრაინაში, უკრაინის ხელისუფლების პირებს ებრძვის, აკეთებს პირდაპირ ანტიუკრაინულ განცხადებებს. ის არის მიუღებელი, მას არავინ არ ჩამოართმევს ხელს ევროპაში და მითუმეტეს, უკრაინის ამ ფაქტორიდან გამომდინარე, ის უკვე არის ჩამოწერილი პოლიტიკური ფიგურა და სულ მცირე, ღარიბაშვილი და მისი მთავრობა უნდა წავიდეს, - ამბობს რომან გოცირიძე.