ყველანი რუსთაველის გამზირზე - შალვა ნათელაშვილი
ყველანი რუსთაველის გამზირზე- ,,ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს, დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.
შალვა ნათელაშვილს თქმით, პროტესტი არის ერთადერთი გზა, რაც აიძულებს ხელისუფლებას, დათმობებზე წავიდეს.
ჩვენს ხალხს კვლავ უწევს არჩევანის გაკეთება საკუთარი ძალებითა და ენერგიით. მინდა, უდიდესი მადლობა ვუთხრა მათ, ვინც გამოდის ქუჩაში, რათა ქართველი ხალხის ხმა მთელმა მსოფლიომ გაიგოს.
გული არ გაგვიტყდეს, კრიზისებს, წარუმატებლობებს მალე მოსდევს დიდი გამარჯვებები და ეს ჩვენ, კარგი გაგებით, მალე გვემუქრება.
მოთხოვნა საერთო სახალხო წინააღმდეგობისა კვლავ გრძელდება, რაც მდგომარეობს ბიძინა ივანიშვილის პერსონალურ დასანქცირებასა და ვადამდელი არჩევნების უახლოეს პერიოდში ჩატარებაში.
ეს არის გამარჯვების გზა, რის შემდეგაც ჩვენ გვექნება ჩვენი მოვალეობა შესრულებული დღევანდელი და მომავალი თაობების წინაშე, ასევე, იქნება შესრულებული გადაწყვეტილება და რეკომენდაცია, რომელიც მოგვცეს ევროპელმა პარტნიორებმა.
ოლიგარქიული რეჟიმი, მუთაქა ვერცხლისა, სახელმწიფოებრიობასთან, დემოკრატიასთან შეუთავსებელია.
რეჟიმმა ყველაფერი გააკეთა, რათა მიღებულიყო ის გადაწყვეტილება, რის გამოც ყველას გული დაგვწყდა და ჩაგვიქროლა ევროკავშირის მატარებელმა რამდენი ხნით, ჯერ კიდევ არ ვიცით - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.