ჩვენ არ გვშურს უკრაინისა და მოლდოვას წახალისების - პრემიერი
პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, საქართველოს ევროპული პერსპექტივა დამსახურებულად მიენიჭა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროსაბჭოს მიერ უკრაინისა და მოლდოვას წახალისების ნამდვილად არ შურს.
„საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა დამსახურებულად, საქართველოს სამუდამოდგაუღეს კარი ევროკავშირში. ეს არის დამსახურებული მონაპოვარი და ვულოცავ ქართველ ხალხს. რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ჩვენ მოვისმინეთ ევროპელი ლიდერის შეფასებები,
ეს გვაძლევს მოტივაციას, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში შევასრულოთ ყველა ის პირობა, რომელიც განსაზღვრული იყო ევროკავშირის მიერ. ჩვენ ამისთვის ვართ მზად. მინდა, განვაცხადო, რომ ჩვენი მთავრობა არის მობილიზებული, ხელისუფლებულება, რათა დროულად შევასრულოთ ყველა პირობა, რომელიც განსაზღვრული იყო ევროკავშირის მიერ, რათა დროულად მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ასევე მინდა, კიდევ ერთხელ უკრაინას და მოლდოვას მივულოცო. მათ მიიღეს ევროპული პერსპექტივაც და მიიღეს სტატუსი, როგორც წამახალისებელი საჩუქარი. ვულოცავ მათ ამ აღიარებას, მინდა, ვუსურვო უკრაინას და მოლდოვას წარმატება, მათ ხალხს ვუსურვო კეთილდღეობა, მშვიდობა. უკრაინა არის უმძიმეს ომში და მოლდოვაც ასევე მძიმე მდგომარეობაშია, ასე რომ, ჩვენ არ გვშურს ნამდვილად მათი წახალისების, პირიქით, ვუსურვებ მათ წარმატებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.