გადადგომას არ ვაპირებ, ეს არის სრული აბსურდი - ირაკლი ღარიბაშვილი

24.06.22 14:22
გადადგომას არ ვაპირებ, ეს არის სრული აბსურდი - ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი გადადგომას არ აპირებს. ამის შესახებ პრემიერმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.  

გადადგომას არ ავაპირებ, ეს არის სრული აბსურდი! პირიქით, ყველა ვალდებულება, რომელიც ჩვენმა გუნდმა ავიღეთ, უნდა შევასრულოთ ბოლომდე.

შეგახსენებთ, რომ შარშან, თებერვალში გავხდი პრემიერ-მინისტრი. მას შემდეგ ჩვენ, ჩვენმა გუნდმა, მერვედ მოვიგეთ არჩევნები დამსახურებულად და ხალხისგან მივიღე გამტკიცებული მანდატი, რომ ვემსახურო ქვეყანას!  - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები