განსხვავება არის ის, რომ საჩუქარი ჩვენ ავანსად არ მიგვიღია - პრემიერი ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზე

24.06.22 14:24
განსხვავება არის ის, რომ საჩუქარი ჩვენ ავანსად არ მიგვიღია - პრემიერი ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზე

პრემიერ-მინისტრის თქმით, ერთადერთი, რამაც საქართველო უკრაინისა და მოლდოვისგან განასასხვავა, ის გარემოება იყო, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ავანსად არ მიიღო.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით,  ევროსაბჭომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებით ომში მყოფი ქვეყანა და მისი მოსაზღვრე სახელმწიფო წაახალისა. 

ორ ქვეყანას, უკრაინას და მოლდოვას განესაზღვრა მთელი რიგი პირობებისა. ნაცვლად ჩვენი შემთხვევისა, მათ ჯერ ავანსად მიიღეს საჩუქარი და წახალისება და შემდეგ განსაზღვრა, რომ მათ უდნა შეასრულონ ყველა ის პირობა, და პირობები აქვს უკრაინას, აქვს მოლდოვას და აქვს საქართველოს. ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ საჩქუარი ჩვენ ავანსად არ მიგვიღია, - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები