ევროსაბჭოსთვის პრეზიდენტის მიმართვა იყო სიმბოლური - ღარიბაშვილი

24.06.22 15:16
ევროსაბჭოსთვის პრეზიდენტის მიმართვა იყო სიმბოლური - ღარიბაშვილი

რატომ მიმართა ევროსაბჭოს სიტყვით პრემიერის ნაცვლად პრეზიდენტმა - ირაკლი ღარიბაშვილი ხაზს უსვამს, რომ სალომე ზურაბიშვილის ჩართვას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. პრემიერმა პირდაპირ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლად რეალური გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია. 

ჩვენი პრეზიდენტი კონსტიტუციის მიხედვით არის სახელმწიფოს მეთაური და მისი მონაწილეობა გუშინ, მიმართვა იყო აბსოლუტურად სიმბოლური. მას არავითარი რეალური გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო იქ, სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მას მოუწევდა ჩემთვის, ასე ვთქვათ, კანონის და კონსტიტუციის მიხედვით მომართვა და ნებართვის აღება, - თქვა პრემიერმა. 

მსგავსი სიახლეები