არაერთხელ მოუტყუებიათ საზოგადოება- ოპოზიციას ხელისუფლების შერბილებული ტონის არ სჯერა

24.06.22 15:27
არაერთხელ მოუტყუებიათ საზოგადოება- ოპოზიციას ხელისუფლების შერბილებული ტონის არ სჯერა

 ოპოზიციას მიაჩნია, რომ ხელისუფლებას ეშინია დაწყებული საპროტესტო მუხტის, ამიტომაც ტონი შეარბილა. საპარლამენტო უმცირესობის წევრი, თამარ კორძაია, მიიჩნევს, რომ პრემიერის დღევანდელი განცხადება იმედისმომცემი არ არის.

არაერთხელ მოუტყუებით საზოგადოება თავიანთი დანაპირებებით, მზაობით, ამიტომაც იმედის მომცემი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება არ იყო - ამბობს თამარ კორძაია.

პრემიერი ღარიბაშვილი, რომელიც ოპოზიციას სულ რაღაც ორი დღის წინ  კაციჭამიას, კანიბალებს, მასხარებსა და დესტრუქციულ, ანტისახელმწიფოებრივ ოპონენტებად მოიხსენიებდა და უშვერი სიტყვებით ლანძღავდა, დღეს ტონს არბილებს და ოპონენტებს დიალოგისკენ მოუწოდებს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები