ივანიშვილი ოლიგარქი არ არის - პრემიერი
პრემიერ-მინისტრი ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის. ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, ივანიშვილს საქართველოდან შემოსავალი არ მიუღია.
ბატონი ივანიშვილი არ არის ოლიგარქი. ოლიგარქის განმარტება არის შემდეგი: ოლიგარქი არის ინდივიდი, პირი, რომელიც საკუთარი გავლენებით, მდიდრდება სახელმწიფოს რესურსებით, მას აქვს გავლენიანი ბიზნესები საქართველოში, პოლიტიკა, პარტიები და ა.შ. ბატონ ბიძინა ივანიშვილს არცერთი, მე ვთქვი, პარლამენტში, არავითარი შემოსავალი არ მიუღია საქართველოდან. კაცმა თუ რამე იშოვა ჩამოიტანა, დახარჯა საქართველოში. იგი არის მეცენატი, ქველმოქმედი, შემდეგ პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი. ბატონ ბიძინა ივანიშვილს დღეს არავითარი როლი, სტატუსი პოლიტიკაში არ გააჩნია, - თქვა პრემიერმა.