მთავრობა სათანადო ნაბიჯებს არ დგამს - ყოფილი დიპლომატები რუსთაველზე დაგეგმილ აქციას უერთდებიან
ყოფილი დიპლომატები, ის პირები, ვინც ჩვენი ქვეყნისნ ინტერესებს საერთაშორისო ასპარეზზე იცავდნენ, დღევანდელ აქციაში ხედავენ საზოგადოების კონსოლიდაციის დიდ შანსს, ამიტომაც რუსთაველის გამზირზე მისვლას გეგმავენ.
ყოფილი დიპლომატი, გიორგი მუჩაიძე, უერთდება დღევანდელ აქციას, რადგან ხელისუფლების ნაბიჯებში ვერ ხედავს სურვილს, საქართველოში დემოკრატიული რეფორმები გატარდეს.
ევროპის უმაღლესმა ორგანიზაციებმა მოგვიწოდეს სამოქალაქო საზოგადოების კონსოლიდაციისკენ, რათა მივაღწიოთ ჩვენს სანუკვარ მიზანს, რომლის განსახორციელებლად, ჩვენი მთავრობა, სამწუხაროდ, სათანადო ნაბიჯებს არ დგამს და არ არსებობს ის კეთილი ნება, რომელიც დემოკრატიული რეფორმების გატარებით წინ წაგვწევს.
ადერ თუ მეწინავე ვიყავით ამ ასოცირებულ ტრიოში, ახლა სამწუხაროდ, მაჩანჩალა ვართ.
დღვანდელი აქციაც ამ სამოქალაქო კონსოლიდაციის ძალიან კარგი საშუალებაა.
რა თქმა უნდა, ამ საშუალების არგამოყენება არ შეიძლება- განაცხადა გიორგი მუჩაიძემ, ყოფილი დიპლომატმა, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორმა.