კობახიძე რიტორიკას არ ცვლის - აქციაზე რადიკალური პოლიტიკური განცხადებები იქნება
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე რიტორიკას არ ცვლის და აცხადებს, რომ დღეს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქცია "ნაციონალური მოძრაობის" მიერაა ორგანიზებული".
მან მოძრაობა "სირცხვილიას" ენმ-ს "რადიკალური ფრთა უწოდა".
აქცია ვისი მხრიდან არის ორგანიზებული, ეს ჩვენ ვიცით - ეს არის ,,ნაცმოძრაობა" და მისი ახალგაზრდული რადიკალური ფრთა, სირცხვილია. მათ, რა თქმა უნდა, ექნებათ რადიკალური პოლიტიკური განცხადებები დაყენებული, წარმოთქმული ამ აქციაზე.
ისინი არ ასრულებენ პირველივე პუნქტს იმ დოკუმენტში, რომელიც შეიმუშავა ევროპულმა კომისიამ - მთავარი მოთხოვნა იყო დეპოლარიზაცია და ამ დროს ეს ადამიანები, ,,ნაცმოძრაობა" თავისი სატელიტებით, ახალგაზრდული ფრთით, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ პირიქით, პოლარიზაცია გააღვივონ" - განაცხადა კობახიძემ.