კობახიძემ და ღარიბაშვილმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა რესტორანში აღნიშნეს
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ პრემიერთან ერთად საქართველოს ევროპული პერსპექტივა რესტორან ქართულ სახლში "საქმიანი საუბარით" აღნიშნეს.
საქმიანი შეხვედრა გვქონდა, ჩვენთან ერთად სხვებიც იყვნენ. საქმიანი საუბარი გვქონდა"- თქვა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭომ ასოცირებულ ტრიოსთან მიმართებაში ოფიციალური გადაწყვეტილება გუშინ გამოაცხადა. ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, საქართველო კი სტატუსის გარეშე დარჩა.
ევროსაბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა.