მედია დაცლილია ჟურნალისტიკისგან - შალვა პაპუაშვილი "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმიანება
"ჩვენთან მედია დაცლილია ჟურნალისტიკისგან" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის კომენტარებისას განაცხადა.
შალვა პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი ძალადობა დასაგმობია.
ჩვენთან, სამწუხაროდ, მედია დაცლილია ჟურნალისტიკისგან და არის პოლიტიკის დღის წესრიგის შემქნელი და არა პოლიტიკის გამშუქებელი. ეს პრობლემა ნამდვილად არის. ნებისმიერი ძალადობა დასაგმობია და მითუმეტეს ჟურნალისტის მიმართ, როდესაც ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებს. არ ვიცი მე ამ ფაქტის შესახებ და დარწმუნებული ვარ, შესაბამისი რეაგირება ექნება". - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
,,ტვ პირველის" ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიას და ოპერატორს, პაპუნა ხაჩიძეს, თავს უცნობი პირები ცოტა ხნის დაესხნენ. შემთხვევა დოლიძის ქუჩაზე მოხდა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.