კოკა მორგოშია დასაჭერი არ არის - კობახიძე 5 ივლისზე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ძალადობრივი ორგანიზაცია ალტ-ინფოს ლიდერს იცავს - მმართველი პარტიის ლიდერი ამბობს, რომ არსებული სტანდარტით კოკა მორგოშია დასაჭერი არ არის.
მეტიც, კობახიძე აღნიშნავს, რომ 5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორები დასაჭერები რომ იყვნენ, აქამდე დაიჭერდნენ.
თქვენ იცით რომელიმე ორგანიზატორის სახელი და გვარი, რომელიც უნდა დასჯილიყო და არ დაისაჯა? აბა, ერთი სახელი და გვარი მითხარი... აი, რა გააკეთა, პირობითად, მორგოშიამ?..
იმ სტანდარტით, რომ წავყვეთ ჩვენ გამოძიებას, რა სტანდარტიც თქვენ გინდათ, საუბარია მორგოშიასა და მახარაძის დასჯაზე, გამოვა, რომ ოპოზიციიდან ნახევარი პოლიტიკური სპექტრი იქნება დასაჭერი.
რა მნიშვნელობა აქვს, ვინმე მედიაზე ძალადობს თუ პოლიტიკოსზე. აქ საუბარია სისხლის სამართლის სტანდარტზე. სისხლის სამართლის სტანდარტი იცით რა არის და მორგოშიამ რა თქვა? მორგოშია რომ იყოს სამართლებრივი სტანდარტი დასაჭერი, აქამდე დაიჭერდნენ.
სისხლის სამართალს აქვს თავისი სტანდარტი, უნდა დგინდებოდეს, რომ ვიღაცის გამონათქვამს მიზეზობრივი კავშირი ძალადობასთან"- თქვა კობახიძემ.